weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კაცების 83% და ქალების 74% ამბობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა შერცხვებოდა – კვლევა

17:54 სამშაბათი, 16 ივნისი 2020
რადიო თავისუფლებს ფოტო რადიო თავისუფლებს ფოტო

გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მომზადებული კვლევის ანგარიშის თანახმად, საქართველოში, ქალებსა და მამაკაცებს შორის კვლავ ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულებები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რესპონდენტებს, განსაკუთრებით, კაცებს, ღრმად აქვთ გამჯდარი ჰომოფობიური შეხედულებები. ქალების ნახევარზე მეტი და ათიდან რვა კაცი აცხადებს, რომ არასოდეს ეყოლება ჰომოსექსუალი მეგობარი. კიდევ უფრო მეტს სჯერა, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება, და რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა სამარცხვინოა. ფოკუსჯგუფების შედეგებმა თანაბრად გამოავლინა ჰომოფობიური დამოკიდებულებები და ქცევები.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხული კაცების 83% და გამოკითხული ქალების 74% ამბობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა შერცხვებოდა; გამოკითხული კაცების 83% და ქალების 64% მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალ კაცებს/ქალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის უფლება; გამოკითხული კაცების 81%-ის და გამოკითხული ქალების 54%-ის თქმით, არასოდეს ეყოლებათ ჰომოსექსუალი მეგობარი.

კვლევაში „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ სულ 2408 რესპონდენტი მონაწილეობდა, მათ შორის 1102 კაცია, ხოლო 1296 ქალი. კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს, ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა ხუთ რეგიონში - თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში.

კვლევა მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]