weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინში არ გადაიყვანენ

10:00 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც გერმანიაში ამოქმედებული ახალი კარანტინის ჩარჩო დადგენილების შესახებ ისაუბრეს.

კერძოდ, რობერტ კოხის ინსტიტუტმა [ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ფედერალური ჯანდაცვის საჯარო დაწესებულება] გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რისკის შემცველ ქვეყნებად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიასთან მიმართებაში ჩვენს ქვეყანაში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო არ არის აღნიშნულ სიაში და შესაბამისად, საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა.

სიახლეა ის, რომ მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობაზე, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.

არა-ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ ეტაპზე, კვლავაც არ არის გახსნილი საზღვრები ტურისტული მიზნით მოგზაურობისთვის.

„გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცალკეულ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებაში ამზადებს ინდივიდუალურ სამოგზაურო რეკომენდაციებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოში არსებული ეპიდემილოგიური ვითარება მისცემს მას საშუალებას, უახლოეს მომავალში, პოზიტიურ ჭრილში გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]