weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯანმო COVID-19-ის მკურნალობისას დექსამეტაზონის გამოყენებას მიესალმება

10:46 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) სამეცნიერო გარღვევად მოიხსენიებს ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც პრეპარატ დექსამეტაზონის გამოყენებისას სამჯერ მცირდება კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სიკვდილის რისკი.

დექსამეტაზონის ასეთი ეფექტი ვრცელდება მხოლოდ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე და ის არ დადასტურებულა შედარებით მსუბუქი ავადმყოფების შემთხვევაში.

„ეს არის პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა სიკვდილიანობის შემცირება COVID-19-ის მქონე ისეთ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადის მიწოდებას ან ფილტვის მექანიკურ ვენტილაციას. ეს შესანიშნავი ამბავია და მე ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს, ბევრ ექიმსა და პაციენტს დიდ ბრიტანეთში, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ მხსნელ სამეცნიერო გარღვევაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

დექსამეტაზონი სტეროიდული პრეპარატია, რომელიც 1960-იანი წლებიდან გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. მას ასევე იყენებენ კიბოს ზოგიერთი სახეობის მკურნალობისას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დექსამეტაზონი 1977 წლიდან შესულია ძირითადი მედიკამენტების სამოდელო სიაში და დღეს ხელმისაწვდომია ქვეყნების უმეტესობაში.

კორონავირუსის წინააღმდეგ დექსამეტაზონს ოქსფორდის უნივერსიტეტში მარტის შემდეგ იყენებენ, კვლევაში მონაწილეობა კი 6 ათასმა ადამიანმა მიიღო. მეცნიერების დასკვნით, ამ ხელმისაწვდომ პრეპარატს შეუძლია 33%-ით შეამციროს სიკვდილის რისკი მძიმე პაციენტებში. არსებობს მოლოდინი, რომ მალე, შეიძლება, დექსამეტაზონი გახდეს სტანდარტული პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]