თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 9 ახალი ინფიცირებულიდან ორს COVID-19-ით დაავადებულთან ჰქონდა კონტაქტი, 6 ადამიანს ვირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა, მათგან სამი 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო კი უცნობია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, 7 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 7-ვე ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.
ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 879-დან 888-მდეა გაზრდილი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 731-ია. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.