weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტყიბულის შახტებში მუშაობა განახლდა

12:59 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში დასაქმებულებმა მუშაობა დღეიდან განაახლეს. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, მეშახტეები ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და COVID-19-ის პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული საშემოსავლო შეღავათის მათ ხელფასებზე ასახვის მოთხოვნით.

გუშინ მეშახტეებსა და დამსაქმებელ კომპანიას - „საქნახშირს“ შორის შეხვედრა შედგა. გაფიცულებს უსაფრთხოების ნორმების ეტაპობრივ გაუმჯობესებას, ასევე მიმდინარე თვის გაცდენილი საათების ანაზღაურებას დაპირდნენ. რაც შეეხება, საშემოსავლო გადასახადის დასაქმებულთა ანგარიშებზე დარიცხვას, კომპანიის განცხადებით, ამის საშუალება არ აქვთ.

კომპანია „საქნახშირის“ მონაცემებით, 200-მდე დასაქმებულმა მინდელის სახელობის შახტში მუშაობის გაგრძელებაზე უარი 10 ივნისს თქვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლიფტი, რომელშიც 22 მეშახტე იმყოფებოდა, რამდენიმე საათით შახტში გაიჭედა. კომპანია „საქნახშირმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა მეშახტეებს დააკისრა და განაცხადა, რომ ინციდენტი მეშახტეების მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. მეშახტეებმა განაცხადეს, რომ მუშაობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებდნენ, რაც სპეციალური კომისია ამწე მექანიზმის მდგომარეობაზე დასკვნას მოამზადებდა. გუშინ „საქნახშირმა“ განაცხადა, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ მინდელის შახტში არაგეგმური ტექნიკური ინსპექტირების სამუშაოები დაასრულა და შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, ამწე-დანადგარის გამოყენება არ იკრძალება. არსებული ხარვეზები კი, გამოსწორებული უნდა იყოს სამუშაოს რეჟიმის პარალელურად, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.

2019 წლის სექტემბრში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა, რომელიც ტყიბულის ქვანახშირის შახტებს 12 წელი მართავდა, კომპანია „საქნახშირი“ ახალ ინვესტორს - Steel International Trading Company-ის სიმბოლურ ფასად გადასცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]