weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში კარანტინიდან გათავისუფლებულ კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

21:07 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 70 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მამაკაცი საქართველოში ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით 12 ივნისს შემოვიდა, რის შემდეგაც საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

„ლაივპრესის“ ცნობით, მამაკაცს PCR კვლევა ჩაუტარდა, თუმცა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

„უარყოფითი პასუხის შემდგომ, 14 ივნისს, მამაკაცი გაათავისუფლეს კარანტინიდან დროებით, ძმის გარდაცვალების გამო. გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და საეჭვო სიმპტომების გამო გადაიყვანეს რუხის კლინიკაში. დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა“, - ციტირებს „ლაივპრესი“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კომენტარს.

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 7 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 5 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 879-დან 888-მდეა გაზრდილი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 731-ია. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]