weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა

10:32 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით არის გაზრდილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. მათგან 4 ადამიანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„ინფექციური საავადმყოფოს 28 პაციენტი ჰყავდა. 8 გამოჯანმრთელებულიდან 7 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. გუშინ მხოლოდ 1 ახალი ინფიცირებული შემოგვემატა, რომელიც გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 20 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საშუალოზე მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულთა რიცხვი 893-ს შეადგენს, აქედან 739 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]