weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2020 წელს საცხოვრებელ ფართს 2500-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ – ტიკარაძე

14:18 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 2020 წელს, სახელმწიფოსგან საცხოვრებელ ფართს 2500-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. ტიკარაძემ ამის შესახებ განცხადება სამინისტროს ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე სენსიტიური მოქალაქეები, რომლებსაც წარმოადგენენ დევნილები. ამ ადამიანებს ბევრი წლის წინ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მათზე ზრუნვა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2019 წელს და ჩვენ 1 500-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1000-მდე ოჯახს დავუკანონოთ საცხოვრებელი სახლი. ასევე, 2020 წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი გეგმები და ეს გეგმები არის, რომ 2 500-მდე დევნილ ოჯახს წელს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ბინით 21 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]