weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს COVID–19 დაუდასტურდა

11:16 პარასკევი, 19 ივნისი 2020

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზურაბ აბაშიძეს ყაზახეთის სპეციალისტების მეთვალყურეობით მკურნალობენ და მათთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ქართველ ექიმებს.

გუშინ, 18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, „ერის ლიდერს“ ნურსულთან ნაზარბაევს დაუდასტურდა. როგორც პრეს-სამსახურმა განაცხადა, ნაზარბაევის თვითიზოლაციაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რესპუბლიკაში კორონავირუსის 1252 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 23 960-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]