სეტყვის შედეგად დაზიანდა ხეხილი, ზოგიერთი ბოსტნეული და კენკროვანი კულტურა. ზარალის ზუსტი მოცულობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.