ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, გვიან ღამით დაჭრილი მამაკაცი ბულვარის ტერიტორიიდან მედიკოსთა ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევას პროკურატურა იძიებს.