weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში COVID–19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:43 შაბათი, 20 ივნისი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ახალი ინფიცირებული ბოლნისიდან და მარნეულიდან არიან.

„გუშინდელი მონაცემებით 895 დადასტურებული პაციენტი გვყავდა. დაგვემატა მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და სულ არის 898 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 11 ადამიანი – იყო 741 და ახლა გვყავს 752 გამოჯანმრთელებული. დღევანდელი დღის მონაცემებით, კოვიდცენტრებში 132 ადამიანი მკურნალობს.

სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი - ერთი ბოლნისში და ერთი მარნეულში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე არსებული ინფორმაციით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 პირი იმყოფება. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]