საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის თაობაზე ოჯახმა მიმართა.
„პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები: 60 მაშველი და 6 მყვინთავი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევის მიზნით, 20 ივნისის 17:00 საათიდან 21 ივნისს 18:00 საათამდე, ზაჰესის დამბას გახსნიან და ჟინვალჰესის დამბის დაკეტავენ.საგანგებო სიტიუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.
გიორგი შაქარაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ თამაშობს.კლუბმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს მოუწოდა, ფეხბურთელის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში კლუბს დაუკავშირდნენ.
ამ თემაზე: