weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავები გერმანიასა და შვედეთში დაცვას ითხოვენ

18:15 ორშაბათი, 22 ივნისი 2020

ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავები დაცვის დანიშვნას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ვითხოვთ, რომ გერმანიაში და შესაბამისად შვედეთში, უზრუნველგვყონ დაცვით ისინი, ვისაც ეს ჯერ კიდევ არ გვაქვს. სამწუხაროდ, გასულ წელს მწარედ დავრწმუნდით იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიში, რომლის გამოც სამშობლო დავტოვეთ, საფუძვლიანია“, – ნათქვამია ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავების განცხადებაში.

მოკლული ხანგოშვილის ნათესავები მოხარულნი არიან, რომ ზედმიწევნით ჩატარებული გამოძიების შემდეგ, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა: „გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენი მამა, ძმა და მეუღლე რუსეთის ხელისუფლების შეკვეთით მოკლეს“.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსი ეროვნების ვადიმ კ. იმავე დღეს დააკავეს.

2020 წლის 18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანგოშვილი ვადიმ კ.-მ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების შეკვეთით მოკლა. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ შეკვეთილ მკვლელობას საფუძვლად ედო მსხვერპლის მტრული ურთიერთობა რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან და ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან.

რუსეთის ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და ხანგოშვილს ტერორისტად მიიჩნევს.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ლიდერი. არსებული ინფორმაციით, 2008 წელს, საქართველოს მთავრობის დავალებით, ხანგოშვილმა შეკრიბა მოხალისეთა რაზმი ცხინვალის რეგიონის დასაცავად, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამომდინარე რაზმი არ გამოუყენებიათ რუსეთ-საქართველოს ომში. მან საქართველო მკვლელობამდე ორი წლით ადრე დატოვა და გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]