weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:59 სამშაბათი, 23 ივნისი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19–ის 911 შემთხვევაა დადასტურებული.

თბილისის ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, სამი ახალი პაციენტიდან, ერთის ინფიცირების წყარო უცნობია, ხოლო დანარჩენი ორი სტუდენტია. ისინი სომხეთში სწავლობდნენ და საქართველოში დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ.

„გუშინდელი მონაცემებით, 908 დადასტურებული შემთხვევა იყო. დაგვემატა მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად არის 911 დადასტურებული შემთხვევა. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ეს არის შემოტანილი შემთხვევა, ერთი ახალი შემთხევვის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს, წყაროს მოძიების მიზნით. ორი ახალი შემთხვევიდან არცერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე პნევმონიის გარეშეა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დილის მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში 129 პაციენტი მურნალობს.

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვი 768-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობაა - 14. კარანტინის რეჟიმში 2662 მოქალაქე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]