weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალშობილის 5000 დოლარად გაყიდვის ბრალდებით დუშეთში მშობლები დააკავეს

13:22 სამშაბათი, 23 ივნისი 2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალშობლის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის მშობლები დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, დუშეთში მცხოვრებმა წყვილმა, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, 18 ივნისს დაბადებული ბავშვი გაყიდა.

„გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფღხოების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]