weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი შაქარაშვილის კონფლიქტში მონაწილეობა ამ ეტაპზე არ იკვეთება – შსს

14:36 სამშაბათი, 23 ივნისი 2020

„ამ ეტაპზე არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯერჯერობით არ არის დაწყებული.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობდა. როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, მას შემდგომ, რაც გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა კიდევ ერთი მუხლი და დღეის მდგომარეობით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

„2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინიტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს, გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვინებით დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4-დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილი იქნა ცხედარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი - დაახლოებით 50 მოწმე. ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება მათ შორის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომობილები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები და დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც მომხდართან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მიმართონ სამინისტროს და მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]