weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში კლანი არსებობს – TI

17:39 სამშაბათი, 23 ივნისი 2020

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (Transparency International) სასამართლოსა და პროკურატურის შესახებ მათი დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

TI-ის შეფასებით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი მისი პოლიტიზირება და მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას როგორც სასამართლო სისტემა, ისე პროკურატურა.

„საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ზოგადი პრობლემების შესახებ და ამავდროულად, სისტემური ხარვეზების სწორი აღქმა გააჩნია“, – აცხადებს TI.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს, ხოლო ამ ადამიანებიდან 84% თვლის, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს.

გამოკითხული ადამიანების იმ 47%-დან, რომელიც ფიქრობს რომ სასამართლოში კლანი არსებობს, 88% მიიჩნევს, რომ მათ სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.

გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40% თვლის, რომ კლანის გავლენის ქვეშ არის.

გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 48% თვლის, რომ საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება. 38%-ს კი მიაჩნია, რომ ამგვარი დაპატიმრება არ არის გავრცელებული.

საგანგაშოა საზოგადოებრივი აზრი პროკურატურასთან მიმართებაში. როგორც ირკვევა, საზოგადოების 72% პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს უწყება სრულად ან ნაწილობრივ მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]