weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სიუჟეტის გამო

01:52 ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხდადა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებული სიუჟეტის გამო, რომელიც გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გავიდა. 

„მიუხედავად ავტორის მიერ ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა არსებული ფორმალური მოთხოვნის); მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები; მიუხედავად ამ ყველაფრისა, „მთავარმა არხმა“ დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას“, - წერს ნიკა გვარამია Facebook-ის პირად გვერდზე.

ამასთან, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი მადლობას უხდს კონსტრუქციული კრიტიკის ავტორებს.

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც 21 ივნისს გავიდა, აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები სახეების დაფარვას შეეცადნენ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება. ქარტიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ არ გაითვალისწინა ბავშვების საუკეთესო ინტერესი და გაავრცელა მასალა, რომელიც მათ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

„ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა დეტალების იდენტიფიცირებითაც, რასაც ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტიამ მოუწოდა ტელეკომპანიას, ამოიღოს სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. აღსანიშანვია, რომ „მთავარი არხის“ ვებ-გვერდზე სადავო მასალა მხოლოდ ტექსტის სახით იძებნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]