weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი შაქარაშვილი ვითარების მსხვერპლია - გარდაცვლილის ბიძა

09:23 ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020
ფოტოზე გიორგი შაქარაშვილი ფოტოზე გიორგი შაქარაშვილი

„ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამ ტრაგედიაში არის ის, რომ გიორგი გახდა ზოგადად ვითარების მსხერპლი. იურიდიულად კვალიფიკასიას რას მივუსადაგებთ, ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. მე იურისტი გახლავართ და ჩემთვის აღარ აქვს“, - განაცხადა მცხეთაში გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ძიძამ, მირიან ნიკოლაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

„მთავარია ის გარემო, რომელიც არ დასრულდა. რომელიც, გვეგონა, რომ თუნდაც ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ დასრულდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება. 

ჩვენი შვილების ტრაგედიით ცხოვრებას გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე არ იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ ვიდგეთ და იმაზე კი არ ვფიქრობდეთ შსს, პროკურატურა თუ სხვა უწყებები გახსნიან თუ არა დანაშაულს, არამედ იმაზე, როგორ შეიძლება დანაშაულის პრევენცია და მისი მინიმუმადე დაყვანა. 

30 წელია ვუყურებ ერთი და იგივეს, რომ განათლების სისტემა არცერთ ხელისუფლებას აინტერესებს. ვინ უნდა ასწავლოს ბავშვს, რომ ძალადობა ყველაზე დიდი სირცხვილია ამ ქვეყანაზე? რა თქმა უნდა, განათლების სისტემამ. ჩვენ ყველა ვერთვებით ხოლმე იმაზე, გაიხსნება თუ არა დანაშაული. საბოლოო ჯამში, ეს ზედნაშენი მოვლენაა და არა პირველადი. პირველადია პრევენცია“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

მისივე თქმით, ძალიან ბევრმა ვერსიამ გაიჟღერა, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი: „უნდა გაირკვეს რასთან გვაქვს საქმე - დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, თუ უკვე გარდაცვალების შემდგომ“.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახმა გადმოცემით იცის, რომ წვეულებაზე, რომელზეც გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდა, ახალგაზრდებს შორის მოხდა დაპირისპირება. შემდგომში დაიშალნენ და იქიდან ოთხნი წამოვიდნენ მაგისტრალზე ტაქსის დასახვედრად. აქედან ორს გიორგი შაქარაშვილი წვეულებამდე არ იცნობდა, ერთი კი მისი მეგობარი იყო.

„მოხდა ის, რომ ბავშვებს შორის რაღაც შელაპარაკება იყო. გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ გიორგი ამაში არ მონაწილეობდა. შემდეგ დაიშალნენ, დამთავრდა წვეულება. მეორე ეპიზოდი არის ცენტრალურ მაგისტრალზე, როდესაც მათ რამდენიმე პირი წამოეწია მანქანებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ესენი იყვნენ საშველად გამოძახებული ადამიანები იქ მყოფი ბავშვისგან, რომელიც კონფლიქტში მონაწილეობდა. გიორგის იმიტომ შეეშინდა, რომ მანქანებიდან გადმოვიდნენ პრები, რომლებმაც გიორგისთან და მის მეგობართან ერთად მყოფ ერთერთ ბიჭს დაუწყეს სიტყვიერი და სავარაუდოდ, ფიზიკური კონფლიქტი. გიორგის მხრიდან საფრთხის შეგრძნება იკვეთება. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ გიორგი გაქცეულიყო“, - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ.

გიორგი შაქარაშვილის კვალი 19 ივნისს, ღამით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს დაიკარგა, მისი ცხედარი 4-დღიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით იძებს. შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ 23 ივნისს განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა.




Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]