weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში COVID-19 კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა

12:09 ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით 914 ადამიანი დაავადდა, აქედან 771 უკვე გამოჯანმრთელებულია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი შემოტანილია, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთვევასთან კონტაქტია.

„კოვიდცენტრებში 129 პაციენტი მკურნალობს. გუშინ ჩვენთან მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა, ორი - გამოჯანმრთელდა და დღეს 24 დადასტურებული შემთვევა გვყავს. გუშინ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა პროგნოზულად სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ მას მძიმე პნევმონია აქვს და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. არსებული კვლევებით მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. როგორც ჩემთვის ცნობილია მისი წყაროების კვლევა გრძელდება და იმედია, რომ პირველწყაროს დადგენა რთული არ იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში 2744 ადამიანი რჩება.

კორონავირუსით ქვეყანაში 14 ადამიანია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]