weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში აღლუმს დაესწრნენ

17:09 ოთხშაბათი, 24 ივნისი 2020
ფოტოზე - ანატოლი ბიბილოვი ფოტოზე - ანატოლი ბიბილოვი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტები - ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში, „დიდი სამამულო ომის“ 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრნენ და კრემლში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

სამხედრო აღლუმი 9 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო 24 ივნისისთვის გადადეს და ღონისძიება ჩაატარეს კიდეც მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციაში ყოველდღიურად ვირუსით ინფიცირების რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, წითელ მოედანზე განსაკუთრებული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ არ შეიმჩნეოდა - სტუმრები, მათ შორის ვეტერანები, მჭიდროდ ისხდნენ, პირბადეები კი რამდენიმე ადამიანს ეკეთა. როგორც „ბი ბი სი“ წერს, დისტანცია არც ვლადიმერ პუტინს დაუცავს - ის ვეტერანებს მიესალმა და მათ გვერდით დაჯდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აღლულმამდე ორი კვირა ვეტერანებმა სანატორიუმში, კარანტინში გაატარეს.

აღლუმს ასევე დაესწრნენ ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და მოლდოვის პრეზიდენტები. პუტინს მიწვევაზე სხვადასხვა მიზეზით უარი უთხრეს აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ხორვატიის პირველმა პირებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]