weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

21 დასახელების ქართული ნაყინი, რომელიც მიკროორგანიზმებზე შემოწმდა

14:37 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პათოგენურ მიკროორგანიზმებზე - სალმონელასა და ლისტერია მონოციტოგენეზზე, საქართველოში წარმოებული 21 დასახელების ნაყინის 105 ნიმუშს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარეს. მათივე ცნობით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან არცერთი არ არის დაბინძურებული პათოგენური მიკროორგანიზმებით.

სურსათის ეროვნული სააგენტო იმ 21 დასახელების ნაყინის სიას აქვეყნებს, რომლებშიც მიკროორგანიზმები ვერ აღმოაჩინეს:

1. ვანილის ნაყინი „ბალუ“ ჭიქის (შპს „თელავური“);

2. ნაყინი „საამო“ ჭიქის (შპს „აისი);

3. ვანილის ნაყინი ჭიქის (შპს „ბარამბო“);

4. ნაყინი „საამო“ ყავის (შპს „აისი);

5. „თოლიას“ ვანილის საოჯახო ნაყინი „პლომბირი“ (შპს „ქართუ უნივერსალი“);

6. „პინგო“ (შპს „4 ბროსი“);

7. „კამპარას“ ნაყინი „ჯენიო კამპა“ (შპს „ქართუ უნივერსალი“);

8. „პოპი“ ალუბლის (შპს „ბარამბო“);

9. კაკაოს ნაყინი „ბარამბინო“ (შპს „ბარამბო“);

10. ვანილის ნაყინი ჭიქის (სს „იუპიტერი“);

11. „პლომბირი“ (შპს „აისბერგი“);

12. „პლომბირის ზოდი“ (შპს „თეთრი დათვი“);

13. ვანილის ნაყინი ჭიქის (შპს „თემ & იუ“);

14. ვანილის ნაყინი ჭიქის (რ/კ „იმერული“);

15. ვანილის ნაყინი (შპს „აისბერგი“);

16. ვანილის ნაყინი „ბრეკეტი“ (შპს „მყინვარი“);

17. „ლიდერის“ ნაყინი „პანდა“ ვაფლის ჭიქაში (შპს „ლიდერი 21“);

18. ნაყინი ვანილის „ესკიმო“ (შპს „პინო“);

19. „თოლიას“ ნაყინი „სკუპი“(შპს „ქართუ უნივერსალი“);

20. „პარლამენტის“ ვანილის ნაყინი (შპს „თელავური“);

21. „პინგოს“ შოკოლადის ნაყინი (შპს „4 ბროსი“).

ლისტერია მონოციტოგენეზი (Listeria monocytogenes) პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სალმონელა (Salmonella) ბაქტერიათა ჯგუფია, რომელიც იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს. უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]