weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელთაც ევროკავშირი საზღვარს გაუხსნის - ევრონიუსი

00:59 პარასკევი, 26 ივნისი 2020
ფოტო: Andreas Arnold / DPA ფოტო: Andreas Arnold / DPA

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ბრიუსელში ოფიციალური პირები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ, რომელი ქვეყნების მოქალაქეებს ექნებათ უფლება შევიდნენ ევროკავშირში პირველი ივლისიდან. COVID-19-ის პანდემიის გამო არაწევრი ქვეყნებისთვის დაკეტილი საზღვრის გახსნა სწრორედ პირველ ივლისს არის დაგეგმილი. 

„ევრონიუსის“ ცნობით, მზადდება ორი სია - ერთი იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირში შესვლას შეძლებენ და მეორე იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აკრძალული ექნებათ.

სიამ უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა, რომ აშშ, რომელიც COVID-19-ით ინფიცირების 2.4 მილიონზე მეტი შემთხვევით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში, მეორე სიაში მოხვდა. ევრონიუსი წერს, რომ 25 ივნისს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ამასთან, „ევრონიუსმა“ დიპლომატიური წყაროებისგან მოიპოვა სიის სამუშაო ვერსია, საიდანაც ირკვევა, რომ ბრაზილია, ყატარი, აშშ და რუსეთი პირველი სიის მიღმა დარჩებიან.

„ევრონიუსის“ მიერ მოიპოვებული ინფორმაციით, საქართველო იმ 54 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთა შეეძლებათ. ამავე სიაში მოხვდნენ თურქეთი და უკრაინა. სიის სამუშაო ვერსიაში არ არიან სომხეთი და აზერბაიჯანი.

საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას ივლისიდან გეგმავდა, თუმცა 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, რამდენიმე მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]