weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ყალბი ცნობების დამზადებისთვის 2 ქალი დააკავეს

10:39 პარასკევი, 26 ივნისი 2020

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიზნით, კორონავირუსის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300-ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 5 მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, თითქოსდა ისინი თბილისში, კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ეწეოდნენ ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობას.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა 100 ლარად გაასაღეს.

საქმეზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]