weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს

12:28 პარასკევი, 26 ივნისი 2020
ფოტო: Salome Sigua / Facebook ფოტო: Salome Sigua / Facebook

გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 1969 წელს დაბადებული დ.შ. დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს ქვები ესროლა. გარდა ამისა, ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]