weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

10:41 შაბათი, 27 ივნისი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორივე სომხეთიდან არის შემოტანილი. ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 921 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 781 შემთხვევაში პაციენტები გამოჯანმრთელდნენ, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით კარანტინის რეჟიმში 2687 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 207.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]