weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორს, ზუგდიდს, რუსთავს, ქუთაისს, თელავსა და ფოთს ახალი ავტობუსები გადაეცემა

16:21 შაბათი, 27 ივნისი 2020

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ავტობუსი შეიძინა, რომელიც ექვს ქალაქს – გორს, ზუგდიდს, რუსთავს, ქუთაისს, თელავსა და ფოთს გადაეცემა. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.“- სთან გაფორმდა.

საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ავტობუსები შეისყიდეს, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ეტაპობრივად, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში, უზრუნველყოს 8.5-მეტრიანი 117 და 10-მეტრიანი 58 ავტობუსების მოწოდება.

პროექტის ფარგლებში გორს 30, ზუგდიდს 25, რუსთავს 40, ქუთაისს 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა.

EBRD-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორის, კატარინა ბიორლინ ჰანსენის განცხადებით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარებისთვის.

„პროექტი საშუალებას მისცემს ამ ქალაქების მცხოვრებლებს, ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით. პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომელიც მიმართულია ამ ქალაქებში სატრანსპორტო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაზე. გაძლიერდება ინკლუზიური ეკონომიკა, რადგან ის მოიცავს არა მხოლოდ თანაბარი გენდერული შესაძლებლობების ხელშეწყობას სატრანსპორტო კომპანიებში, არამედ რეგიონებში შესაბამისი ტრენინგ-ცენტრების გახსნას საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტების მოსამზადებლად“, – განაცხადა EBRD-ის წარმომადგენელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]