weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა

11:05 კვირა, 28 ივნისი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ამ დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, ვირუსული ინფექციით კიდევ ერთი, მე-15 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 82 წლის ასაკის მამაკაცია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე მეზობელი ქვეყნიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს, მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით სულ 924 ადამიანი დაავადდა, აქედან 785 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. ამ მომენტისთვის კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]