weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უცხოეთში თვითდასაქმებულებს 300-ლარიანი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ

21:33 კვირა, 28 ივნისი 2020

საქართველოს საზღვრებს გარეთ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს სახელმწიფოსგან ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვთ. შესაბამისი ცვლილება „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში შევიდა.

დადგენილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120 კალენდარული დღის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის (საზღვრის კვეთა) საფუძველზე ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად.

მოქალაქეებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, კომპენსაციის მიღების სარეგისტრაციო პორტალზე განმცხადებლებად დარეგისტრირება შეეძლებათ არა უგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]