28 ივნისს, გვიან ღამით, სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირებისა და სროლის შედეგად 30 წლის შ.მ გარდაიცვალა, მისი მეგობარი - 28 წლის ა. მ. კი მძიმედ არის დაჭრილი. გარდაცვლილი სოფელ ახაშნიდან იყო. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, დაპირისპირება ჩუმლაყელებს შორის მოხდა, თუმცა, რა მიზეზით - უცნობია.
მომხდარ შემთხვევას პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულის შესახებ.