weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 49 წლის მამაკაცი დააკავეს

23:56 ორშაბათი, 29 ივნისი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა, სამართალდამცავებმა 1971 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დ.ნ თელავში დააკავეს და მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და 1990 წელს დაბადებულ შ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. შ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ა.მ. გადაყვანილია საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]