weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში კაცმა ქალის დაწვა სცადა – დაზარალებულს 37%-იანი დამწვრობა აქვს

16:29 სამშაბათი, 30 ივნისი 2020

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინორმაციით, ის ქალს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, საცხოვრებელ სახლთან დახვდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ამ დროისთვის 24 წლის ქალი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -თან განაცხადა, რომ პაციენტს სხეულის 37% აქვს დამწვარი.

„გოგონას საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. აქვს ორივე ქვემო კიდურზე მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა, ასევე დამწვრობითი შოკი. ტრავმა სავარაუდოდ ბენზინის აალების შედეგად აქვს მიღებული. ამ წუთას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დამწვრობითი შოკიდან ჯერ არ გამოსულა“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ახალგაზრდა კაცი დღეს დილით დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ბენზინის ბოთლია ამოღებული. დანაშაულზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]