„მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა: იყო 928 და გახდა 931 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთი იყო და 793-დან გადავედით 794-ზე. სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და შემოტანილი შემთხვევაა. ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 85%-ზე მეტია. კოვიდ-ცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ორი ახალი პაციენტი შეემატა, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა. ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის ცენტრში 22 ინფიცირებული რჩება.
„ორი ახალი პაციენტი მოთავდა ჩვენს ცენტრში, ერთი ავტომანქანის მძღოლი და მეორე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. გაიწერა ერთი და დაგვრჩა 22 პაციენტი. ორივე ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებული კვლევებით, დაავადება არ პროგრესირებს, მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა. 22 პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია. დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.