weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურად დავით მათიაშვილი დაინიშნა

12:40 ოთხშაბათი, 01 ივლისი 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია დღეს, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.

გიორგი მათიაშვილმა უფლებამოსილება გადაიბარა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან, რომელიც თავდაცვის ძალებს 2018 წლის დეკამბრიდან მეთაურობდა.

„მე მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცი და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალ-ლეიტენანტ ჩაჩიაბაიას თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის თქმით, მას სჯერა, რომ გიორგი მათიაშვილი ღირსეულად დაიკავებს საქართველოს უმაღლეს სამხედრო თანამდებობას.

2019 წელის 27 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა. 2018-2019 წლებში ის თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი იყო, 2016-2018 წლებში – სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე. გიორგი მათიაშვილს 2016 წელს მიღებული აქვს მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ – 20 წელი და მეტი უმწიკვლო სამსახურისათვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]