weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს სამხედრო სამსახური ერთჯერადად გადაუვადდება – გახარია

11:58 ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა ერთჯერადად გადაუვადდებათ.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს საკანონმდებლო ცვლილება ხელს არ შეუშლის გაწვევის პროცესს.

„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი და პრინციპი გახლავთ პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება.

ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების გავრცელებასა და განვითარებას ქვეყანაში და ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება, მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ან 12 ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტურმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას შეიძინონ პროფესია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]