weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალციხეში, საზაფხულო საძოვრებიდან 70 ძროხა სავარაუდოდ მოიპარეს

17:52 ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020

ახალციხის მუნიცილაპიტეტის სოფელ ჭაჭარაქის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 70 სული საქონელი მოპარეს. დაზარალებულებმა გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, რომ საქონელი თურქეთის საზღვართან მდებარე ე.წ. უზუნჩაირის მთაზე ჰყავდათ. მათი ვარაუდით, ძროხები თურქმა მომთაბარე მწყემსებმა საზღვარზე გადაიყვანეს.

საქონელი 30 ივნისს გაუჩინარდა. ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, რომ მათი კვალი თურქეთის საზღვართან იკარგება.

„შერჩევით დიდი ძროხები წაუყვანიათ. 25 არამ ბეგოიანისაა, 20 გოქორ ბეგოიანის და 15 სტეფან მინასიანის, დანარჩენი არ ვიცი. ისინი ახლა მთაში არიან წასულები და ეძებენ. თუ ახლავე ჩვენი სახელმწიფო თურქეთის საზღვარს და მთავრობას არ დაუკავშირდება, ისე გააქრობენ ჩვენს საქონელს, რომ კვალსაც ვერ ვიპოვით. კრედიტით გვყავს საქონელი ნაყიდი, არ ვიცით რა ვქნათ, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვაინტერესებს, საქონელი დაგვიბრუნონ უკან“, – მარინა ოქრომელიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“.

ამ დროსითვის 70 სული საქონელია დაკარგული, 4 ძროხა მესაზღვრებმა იპოვეს და დააბრუნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]