weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სურსათის სააგენტოს ინსპექტორი 10 000 ლარის ქრთამის სახით აღების ბარლდებით დააკავეს

10:18 პარასკევი, 03 ივლისი 2020

ფინანსურმა პოლიციამ ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ინსპექტორი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა თბილისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს, რომელსაც დაპირდა, რომ სააგენტო ობიექტის არ შეამოწმებდა, ხოლო, შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში, ამის შესახებ მეწარმის წინასწარ შეატყობინებდა.

„აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებენ, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

{tiutube}g8ABPQT-9GA{/youtube}

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]