წინა რეკორდი 19 ივნისს, ბრაზილიაში დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსული ინფექცია 24 საათში 54 771 ადამიანს დაუდასტურდა.
Reuters-ის ცნობით, ივნისის შუა რიცხვებიდან COVID-19-ით დაავადების შემთხვევები აშშ-ის 50 შტატიდან 37-ში იზრდება. მანამდე, რამედენიმე კვირის განმავლობაში, დღეში სტაბილურად ფიქსირდებოდა დაახლოებით 20 ათასი შემთხვევა. პანდემიის ეპიცენტრი ფლორიდა და კალიფორნიაა.
ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით (2.8 მილიონი) მსოფლიოში პირველ ადგილზეა. COVID-19-ით იქ დაახლოებით 129 000 ადამიანია გარდაცვლილი.