ექიმის განცხადებით, საავადმყოფოში დაჭრილი უგონო მდგომარეობაში, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანებებით მიიყვანეს. მისივე თქმით, რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ექმიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 
			 
		
		 
	       
	       
	      






























 
					 
					 
					 
					 
					 
					 
 