weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აფხაზეთში სამხედრო საწყობებში აფეთქება მოხდა

22:48 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა, მათგან 19 რუსია. "ბი ბი სის" რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, აფეთქება სოფელ პრიმორსკოესთან, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით არსებულ საწყობებში მოხდა, რომლებიც დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

აფხაზმა ჟურნალისტმა ნიზფა არშბამ "ბი ბი სის" უთხრა, რომ აფეთქების შედეგად ბევრი ადამიანი დაიჭრა. მისივე ცნობით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, რათა თავიდან იქნეს აცილებული აფეთქების შედეგად ნამსხვრევების მოხვედრა.

ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა რონალდ ჯოჯუამ კი განაცხადა, რომ სოფელ პრიმორსკოედან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

"მოსახლეობას მივმართეთ, რომ პანიკას არ აყვნენ ყველა სამსახური ადგილზე მუშაობს იმისთვის, რომ ცეცხლის გავრცელება არ მოხდეს", - განაცხადა ჯოჯუამ.

აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]