weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით ჭაკუა საქართველოში ჩამოიყვანეს, მას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი

21:58 პარასკევი, 03 ივლისი 2020

გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით ჭაკუას ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჭაკუა 2013 წლიდან იძებნებოდა არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, პატიმართა მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, იგივე დანაშაულების წაქეზებისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის, დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზებისთვის და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის. 

პროკურატურის ცნობით, ჩამოთვლილი დანაშაულები დაკავშირებულია ე.წ. 2006 წლის ციხის ბუნტისა და 2012 წლის ციხის კადრების საქმეებთან. პირველ შემთხვევაში, დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ე.წ. ციხის კადრების საქმეს, პროკურატურის განცხადებით, იგი ამ ეტაპზე სასამართლო განხილვის სტადიაზეა და ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ მოცემულ საქმეზეც დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. 

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დავით ჭაკუას გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანელ კოლეგებს 2019 წლის 20 დეკემბერს მიმართა. 

„ქსტრადიციის საკითხის განხილვის მთელი პროცესის განმავლობაში დავით ჭაკუა დაობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რეალური საშიშროება. 

აღნიშნულის საპირისპიროდ, გერმანულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო მასალების დასაბუთებულობა და დააკმაყოფილა ქართული მხარის თხოვნა, რითაც სრული ნდობა გამოუცხადა საქართველოს პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას“, - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, დავით ჭაკუას გადაიყვანენ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც სასჯელს მოიხდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]