weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

COVID-19 სატვირთო ავტომანქანის კიდევ 3 მძღოლს დაუდასტურდა

11:54 შაბათი, 04 ივლისი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის რაოდენობა სამით გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, სამივე ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„სამივე შემთხვევა შემოტანილია. ერთი პაციენტი ჩვენთან მოთავსდა. ჩატარებული კვლევებით, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე დღეს განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის სულ 946 შემთხვევაა დადასტურდა. აქედან 825 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]