weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ზუგდიდში ქუჩებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების სახელები დაარქვეს

12:37 შაბათი, 04 ივლისი 2020

ქალაქ ზუგდიდის ორი უსახელო ქუჩა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების – მარო მაყაშვილისა და ლიდია პაპასკირის სახელობის გახდა. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა საკრებულომ მიიღო.

ქალაქ ზუგდიდის უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვრა თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდა სოფელ ინგირის მიმართულებით, ეწოდა მარო მაყაშვილის სახელი. ხოლო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვრა სოხუმის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდა პიერ კობახიძის ქუჩის მეორე შესახვევის მიმართულებით, ლიდია პაპასკირის სახელი ეწოდა.

19 წლის მარო მაყაშვილი 1921 წლის 19 თებერვალს, კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. საქართველოში წითელი არმიის შემოსვლისთანავე, 17 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორისკენ, კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. სწორედ ამ დროს მოხვდა რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი და დაიღუპა. 2015 წლის 24 დეკემბერს მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ლიდია პაპასკირი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ეკონომიკის დარგში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. 1926 წლიდან, გერმანიაში დისერტაციის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ის სამეცნიერო სამიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა. 1937 წელს ლიდია პაპასკირი 10 წლით ციმბირში გადაასახლეს. როგორც ის ავტობიოგრაფიაში წერდა, საბჭოთა ბანაკიდან 1947 წელს, ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა სამშობლოში დაბრუნებიდან ხუთ თვეში კვლავ გადაასახლეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში ლიდია პაპასკირი 1954 წელს დაბრუნდა. ის 1963 წელს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]