წელს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს 79 საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც სწავლის საშუალება 5655 სტუდენტს ექნება.
დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 8 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 350 ადგილი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 14 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 970 ადგილი;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 320 ადგილი;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 7 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 230 ადგილი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 10 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 460 ადგილი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 8 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 200 ადგილი;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 10 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 1225 ადგილი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 18 ფაკულტეტი/საგანმანათლებლო პროგრამა, 1900 ადგილი;
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების/საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და დაფინანსების წესის პროექტი დამტკიცდება უახლოეს მომავალში, ინფორმაციის დამტკიცებამდე მონაცემები კი აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნდება.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ აქ.