weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სარწყავი წყლის მოთხოვნით ქარელში აქცია გაიმართა

14:34 შაბათი, 04 ივლისი 2020
ფოტო © Qartli.ge ფოტო © Qartli.ge

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში სარწყავი წყლის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ადგილობრივებს რამდენიმე წუთი ცენტრალური ავტომაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ტაშისკარის არხიდან სარწყავი წყალი ორი კვირაა არ მიეწოდებათ, რის გამოც მოსავალი უფუჭდებათ. შეკრებილები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვდნენ.

„აქ არის ხალხი, რომლის ნაწილს 100-150 ათასი ლარი ბანკებიდან აქვს გამოტანილი. ერთი კვირის შემდეგ რამდენი წყალიც არ უნდა მოვიდეს, აზრი აღარ ექნება, პამიდორი უკვე დაიწვება და განადგურდება“, – განაცხადა „მთავარ არხთან“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ტელეკომპანიის ცნობით, აქციაზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა რუისში შესვლის საშუალება არ მისცეს და უკან გააბრუნეს. მოგვიანებით გულიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუისის მცხოვრებლებს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორთან ერთად შეხვდება და „ყველანაირად ეცდებიან, რუსისს სარწყავი წყალი მიეწოდოს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]