weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა რაჭაში აქტივისტს სცემა [Video]

21:42 შაბათი, 04 ივლისი 2020
ფოტოებზე - ნიკოლოზ ღლონტი ფოტოებზე - ნიკოლოზ ღლონტი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა. ინციდენტი ვანო კობახიძის ქუჩაზე, დაახლოებით 18:40 საათზე მოხდა.

ოთარ სირაძესთან ერთად, ინციდენტში მისი ძმა დავით სირაძეც მონაწილეობდა.

სირაძესა და ახალგაზრდა აქტივისტს შორის დაპირისპირება დღეს, ონში, ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ამბავს უკავშირდება. იმ დროს, როცა ოთარ სირაძე „მთის ამბებს“ ინტერვიუს აძლევდა, ნიკოლოზ ღლონტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით უცენზურო სიტყვა გამოიყენა. აქციის დასრულების შემდეგ, ოთარ სირაძე და ნიკოლოზ ღლონტი ერთმანეთს ამბროლაურში, სავარაუდოდ, შემთხვევით შეხვდნენ. სირაძე იქვე ახლოს ცხოვრობს საოჯახო სასტუმროსთან, სადაც „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტები არიან დაბინავებულები.

ნიკოლოზ ღლონტი ამ წუთებში ამბროლაურის პოლიციის სამმართველოში იმყოფება, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]