weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 5 პირი დამნაშავედ ცნო, 1 გაამართლა

11:40 კვირა, 05 ივლისი 2020

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 35 წლის დავით მუმლაძის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებული, მათ შორის ყოფილი პოლიციელები, დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მეექვსე ბრალდებულის - გიორგი ასათიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ასათიანის გათავისუფლებას მოკლულის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა.

გიორგი მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. 7 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა გიორგი ასათიანი, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით - რუსთავის პოლიციის მაშინდელი თანამშრომლები მიხეილ ღუბიანური და დავით მიროტაძე და ყოფილი სამართალდამცველი დიმიტრი დუღაშვილი, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით - გიორგი გეთაშვილი. ძებნილი ზურაბ ჯღარკავა დაკავებული იქნა 2020 წლის 2 იანვარს. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში, დავით მუმლაძე გიორგი გეთიაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან და ავტომანქანით მიიყვანა ბრალდებულებთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე - გლდანის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა დავით მიროტაძემ, მიხეილ ღუბიანურმა და დიმიტრი დუღაშვილმა მოახდინეს მისი დაკავების ინსცენირება, დაადეს ხელბორკილები, ავტომანქანით ჩაიყვანეს რუსთავში და შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, რომლებმაც დავით მუმლაძეს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯღარკავა დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი გეთიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარება) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დავით მიროტაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მიხეილ ღუბიანური დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დიმიტრი დუღაშვილი დამნაშავედ ცნეს - 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ გიორგი ასათიანის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება და განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით - დადასტურებულია მტკიცებულებებით. პროკურატურა გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]