weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსმა სამხედროებმა სოფელ რიყესთან 21 წლის მამაკაცი დააკავეს

14:20 კვირა, 05 ივლისი 2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში დროებით მცხორები 21 წლის ტატო ზარქუა, რომელსაც ოჯახის წევრები 3 ივლისიდან ეძებნენ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.

ახალგაზრდა მამაკაცს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. როგორც სუს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

ტატო ზარქუას უკანონო დაკავების შეახებ ინფორმაცია გუშინ რადიო „ათინათმა“ გაავრცელა. მათი ცნობით, ახალგაზრდა უკრაინაში ცხოვრობს, ზუგდიდის სოფელ რიყეში კი ნათესავის სახლში სტუმრად იმყოფებოდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სახლიდან 3 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა.

„სასეირნოდ მივდივარო. ჩასულა ენგურის სანაპიროზე. ჩვენს ტერიტორიაზე აიყვანეს რუსებმა. აფხაზეთიდან შეგვატყობინა იზოლატორის უფროსმა. არაფერი ვიცით სხვა, დაკავშირება არ შეგვიძლია, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს“, - უთხრა „ათინათს“ დაკავებულის დეიდამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]