გამოცდებისათვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდები შემდეგი განრიგით ჩატარდება: 6-11 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 6 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 14 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა; 15 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა; 16 ივლისი (პირველი სესია) - ბიოლოგია; 17 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 17 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 18 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 19 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები; 21 ივლისი (პირველი სესია) - ზოგადი უნარები; 21 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა; 22 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა; 22 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 23 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია; 24 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია; 25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება.
კორონავირუსის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრზე მეტი.
გამოსაცდელებს მიეცათ შესაძლებლობა საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, გამოცდა პირბადის გარეშე დაწერონ. ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. თუ საგამოცდო სექტორში სიცხე 30 გრადუსს მიაღწევს, ჩაირთვება კონდიციონერი - ამ შემთხვევაში სავალდებულო იქნება პირბადის გაკეთება.